saqarTvelos CanCqerebi - kinCxis CanCqeri

 

მდებარეობს ასხი მასივზე, მდინარე ოკაცეს ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადზე და თითქმის 100 მეტრი სიმაღლიდან ეშვება.

ამ ადგილას კომპლექსურად არის წარმოდგენილი კირქვებში გამომუშავებული კანიონები, კალაპოტის ღარები და პატარა ჩანჩქერი. კინჩხი წყალვარდნილის ქარაფზე თვალშისაცემია მოშიშვლებული კირქვების ჰორიზონტული შრეები, ხოლო ნაკადის დაცემის ადგილას დაშლილი და ზევიდან ჩამოცვენილი ლოდების მოზრდილი კონუსია აღმართული, რაც უმძლავრესი ნაკადის ეროზიული მოქმედების შედეგია.